BMJ Learning, ხდკ

მუშაობის დაწყება

თქვენი ექაუნტი

გამოწერა და ინსტიტუციონალური წვდომა

BMA წევრები

მოდულის აღება

BMJ Learning-ის შესახებ

CME/CPD კრედიტები და სერტიფიკატები

ხარვეზის აღმოფხვრა

როგორ დავრეგისტრირდე სისტემისთვის BMJ Learning?

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ სისტემაში BMJ Learning, საჭიროა გქონდეთ მოქმედი ელექტრონუი ფოსტის მისამართი, რომელიც გახდება თქვენი მომხმარებლის სახელი. ასევე საჭიროა პაროლის შექმნა, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე ექვს სიმბოლოს. რეგისტრაცია სწრაფი, მარტივი და უფასოა.

რატომ უნდა დავრეგისტრირდე BMJ Learning-ის გამოყენებისათვის?

ჩვენ გთხოვთ რეგისტრაცია რომ გქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური ჩანაწერი თქვენი სასწავლო გეგმის შესახებ BMJ პორტფოლიოს ვებ-გვერდზე. BMJ პორტფოლიო მკაცრად კონფიდენციალურია თქვენთვის, და ეს შესანიშნავი შესაძლებლობა თვალყური ადევნოთ თქვენს მიერ მიღწეულ CME/CPD კრედიტებს.

შეიძლება თუ არა გამოვცადო BMJ Learning უფასოდ?

ჩვენ გვაქვს უფასო მოდულების არჩევანი, რომლების შეიძლება გაიაროთ წვდომისათვის გადასახადის გადახდამე. თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღებთ წვდომას უფასო მოდეულებთან. რეგისტრაცია სწრაფი, მარტივი და უფასოა.

?">რა პროგრამული საშუალება და პროგრამული უზრუნველყოფა მჭირდება BMJ Learning-ის გამოყენებისათვის?

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ კომიუტერი ჩართული ინტერნეტით და ვებ. ბრაუზერი. ჩვენ ვამოწმებთ ჩვენს საიტს ბრაუზერებისათვის Internet Explorer (ვერსია 7 და უფრო ახალი ვერსიები), Firefox, Chrome და Safari, Android Samsung-ისთვის, და iOS iPhone-თვის და iPad-სთვის

არის თუ არა სახელმძღვანელო BMJ Learning-თვის?

Yes! See the video below:

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო PDF ფორმატში. სახელმძღვანელოს ნახვა შეიძლება:

შემესაბამება მე BMJ Learning?

ნებისმიერი ჯანდაცვის სპეციალისტი მიიღებს სარგებელს სისტემის BMJ Learning გამოყენებისაგან. ჩვენს მიერ შემუშავებულია მოდულები ყველასათვის, მათ შორის ზოგადი პროფილის ექიმებისათვის, ზოგადი პროფილის სტაჟიორებისათვის, საავადმყოფოს ექიმებისათვის, საბაზისო ერთწლიანი კურსგავლილი ექიმებისათვის, პრაქტიკოს მედდებისათვის და პრაქტიკოს მენეჯერებისათვი.

თქვენს ექაუნტში შესვლისას იხილავთ პერსონალიზირებულ მთავარ გვერდს , მოდულებით, რომელიც რეკომენდირებულია თქვენთვის თქვენი ადგილმდებარეობის, პროფესიისა და სპეციალობიდან გამომდინარე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ მოდულების მთლიანი სია, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს „ყველა მოდულის ნახვა“, რომელიც მოცემულია გვერდების უმეტესობის ზედა ნაწილში.

რით დავიწყო? რა მოდულები უნდა დავამთავრო?

BMJ Learning-ში შესვლისას, თქვენ ნახავთ პერსონალურ მთავარ გვერდს . აქ ნაჩვენები იქნება თქვენთვის შერჩეული მოდულები თქვენი ადგილმდებარეობის, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თითოეული გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული ძებნის ფანჯარა კონკრეტული მოდულისა ან თემის მოძიებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმოიხილოთ არსებული მასალა, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს „ყველა მოდულის ნახვა“, რომელიც მოცემულია გვერდების უმეტესობის ზედა ნაწილში.

თუ თქვენ დარეგისტრირდებით BMJ Learning ელ. ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის მომსახურებაზე, ჩვენ გაცნობებთ რეგულარულად პოპულარული მოდულებისა და ახალი რელიზების გამოშვების შესახებ.

შემიძლია თუ არა წვდომის მიღება სახლიდან ან ოფისიდან?

თქვენ შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენება სისტემაში შესვლისათვის ნებისმიერი კომიუტერიდან, სახლიდან ან ოფისიდან. თუ თქვემ შეიცვლით ელექტრონული მისამართს, არ არის სავალდებულო განმეორებით დარეგისტრირება. უბრალოდ განაახლეთ თქვენი მონაცემები.

როგორ იყენებთ ჩემს სარეგისტრაციო ინფორმაციას?

ჩვენ მკაცრად ვიცავთ თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალობას. თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება ხდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ეხება თქვენს პროფესიას ან სპეციალობას. გაეცანით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პაროლი?

თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ ის და ელ. ფოსტის მეშვეობით მიიღოთ ახალი. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დახმარების მისაღებად, ან დარეკოთ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს +44 (0)20 7111 1106+44 (0)20 7111 1106  (სამუშაო საათებში 09,00 სთ-დან 17.00 სთ.-მდე GMT).

ჩემი მონაცემები შეიცვალა. როგორ მოვიქცე?

შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი მონაცემები ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ შეცვალოთ მონაცემები თქვენი პროფესიისა და სპეცილობის შესახებ, და ასევე განაახლოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები. ამისათვის არ არის საჭირო განმეორებითი რეგისტრაცია.

როგორ მივიღო წვდომა მთლიან საიტთან? საჭიროა თუ არა თანხის გადახდა?

სისტემის BMJ Learning გამოყენება შეგიძლიათ უფასოდ, თუ ბრძანდებით BMA-ს წევრი ან თუ თქვენს ორგანიზაციას შეძენილი აქვს წვდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს სპეცილობასა ან პროფესიასთან დაკავშირებულ სასწავლო მოდულების სრულ სპექტრთან წვდომის მისაღებად საჭირო იქნება გამოწერა.

გამოწერას გააჩნია ბევრი უპირატესობა, მათ შორის წვდომა BMJ პორტფოლიასთან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი გამოწერის გვერდი.

ჩვენ ასევე გვაქვს რიგი უფასო მოდული, რომლებიც შეგიძლიათ მოსინჯოთ სურვილისამებრ. საჭიროა რეგისტრაცია მოდულების ნახვისათვის. რეგისტრაცია სწრაფი, მარტივი და უფასოა.

რა ღირს BMJ Learning სასწავლო მოდულებთან წვდომა?

გთხოვთ იხილოთ ჩვენი გამოწერის გვერდი უახლესი ფასების სანახავად.

ვიხდით თუ არა დღგ-ს გამოწერისას?

ნებისმიერი გადასახდელი დღგ იქნება თქვენთვის გამოთვლილი ონლაინ სახით.

ონლაინ წვდომა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისათვის ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის დღგ-ს გამოთვლას სტანდარტული განაკვეთით. ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებისათვის ონლაინ წვდომისათვის დღგ-ს გამოითვლება ევროკავშირის მათ ქვეყანაში მოქმედი განაკვეთით

;">ონლაინ წვდომა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისათვის ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის დღგ-ს გამოთვლას სტანდარტული განაკვეთით. ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებისათვის ონლაინ წვდომისათვის დღგ-ს გამოითვლება ევროკავშირის მათ ქვეყანაში მოქმედი განაკვეთით.

გამოწერა მომხმარებლების მიერ, რომლებიც არ არის დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნებიდან, არ ხვდება დიდი ბრიტანეთის დღგ-ს შესაბამისად.

 

იხილეთ ჩვენი გამოწერის გვერდი ფასებისა და დღგ-ს შესახებ სრული ინფორმაციის გაგებისათვის.

შეიძლება თუ არა ონლაინ გადახდა?

დიახ, შეგიძლიათ მოახდინოთ ონლაინ გადახდა გამოწერისას.

რა ხანგრძლივობისაა ჩემი ბოლო გამოწერა?

სასწავლო მოდულების თქვენი გამოწერა გაგრძელდება ერთი წელი.

შემიძლია თუ არა გამოწერა ჩემი დაწესებულებისათვის?

დიახ. დაწესებულებების მიერ გამოწერის განაკვეთის გასაგებად, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს გაყიდვების განყოფილებას (consortiasales@bmjgroup.com) ან დარეკოთ ნომერზე +44 (0)20 7383 6693+44 (0)20 7383 6693. BMJ ჯგუფის რამოდენიმე პროდუქტების გამოწერისას დაწესებულებები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებას.

შემიძლია თუ არა წვდომის მიღება სოსტემაში BMJ Learning Athens-ის ან Shibboleth-ის მეშვეობით?

თუ თქვენს ორგანიზაციას აქვს გამოწერილი BMJ Learning, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ Athens -ის აუტენტიფიკაციით. თქვენი დაწესებულება უნდა იყოს დარეგისტრირებული Athens-ში და Athens ID უნდა იყოს დაკავშირებული თქვენი დაწესებულების ექაუნტთან. თუ გჭირდებათ დახმარება ტქვენს Athens მომხმარებლის სახელთან დაკავშირებით, გთხოვთ შეხვიდეთ აქ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ სისტემაში BMJ Learning შესვლა Shibboleth-ის მეშვეობით. გადადით ჩვენს Shibboleth-ის წვდომის გვერდზე და აირჩიეთ ფედერაცია, რომელსაც მიეკუთვნება თქვენი დაწესებულება. არჩევის შემდეგ, თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი დაწესებულება. თქვენ გთხოვენ შეიყვანთ დაწესებულების მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თუ გჭირდებათ დახმარება სისტემაში BMJ Learning შესვლისათვის Athens-ის ან Shibboleth-ის დახმარებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა დახმარების ცენტრს ელ. ფოსტით ან დარეკოთ +44 (0)20 7111 1106+44 (0)20 7111 1106 (სამუშაო დღეებში 09.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე GMT).

როდის შეიძლება სასწავლო მოდულებთან მუშაობის დაწყება?

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ მიირებთ წვდომას უფასო მოდულებთან.

გამოწერის ყიდვის შემთხვევაში, ამ გამოწერაში შემავალ ყველა მოდულთან წვდომა გექნებათ უშუალოდ თქვენი ონლაინ გადახდის შესრულების შემდეგ.

გადახდის სხვა მეთოდებისათვის (პირდაპირი დებეტი, ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით) შეიძლება იყოს გარკვეული დაყოვნება იმ დროით, სანამ ჩვენ ვახდეთ თქვენი ტრანზაქციის დამუშავებას. თქვენი გადახდის დამუშავების დასრულების შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და თქვენ მმიიღებთ წვდომას მოდულებთან.

მე ვარ BMA წევრი. როგორ შემიძლია უფასო წვდომის მიღება სისტემაში BMJ Learning?

BMA წევრები მიიღებენ უფასო წვდომას სისტემაში BMJ Learning მათი საწევრო პაკეტის სარგებლის სახით. თქვენ გთხოვენ მიუთითოთ BMA წევრობის თქვენი ნომერი როდესაც ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას .

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი სპეცილისტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია საიტზე BMJ Learning , როგორიცაა საავადმყოფომდელი სამედიცინო დახმარების მოდულები, საჭიროებენ დამატებით გამოწერად და არ შედიან BMA წევრებისათვის შემოთავაზებული სტანდარტული გამოწერის ნაწილს.

მე უკვე დარეგისტრირებული ვარ სისტემაში BMJ Learning. როგორ განვაახლო ჩემი ექაუნტი, რომ მოვითხოვო უფასო BMA წევრის წვდომა?

საჭიროა თქვენი მონაცემების განახლება. თუ უკვე შეხვედით სისტემაში, გთხოვთ დააჭიროთ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ღილაკს „ჩემი ექაუნტი“ ნებისმიერ დროს და აირჩიოთ „ჩემი მონაცემების განახლება“. შედეგად თქვენ გადახვალ ექაუნტის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები და დაამატოთ თქვენი BMA ნომერი.

მე ვარ BMA წევრი. როგორ გავიგო BMA წევრობის შემდგომი უპირატესობების შესახებ?

BMA წევრობის უპირატესობის გასაგებად გთხოვთ მიმართოთ BMA ვებ-გვერდს.

შემიძლია თუ არა მოდულის შეჩერება შუაში და მისი დასრულება მოგვიანებით?

დიახ. მოდულის დაწყებისთანავე ის ემატება თქვენს BMJ პორტფოლიოს. აქედან შეგიძლიათ გააგრძელოთ და დაასრულოთ მოდულები სასურველი ტემპებით.

რამდენი დროა საჭირო მოდულის დასრულებისათვის?

ყველა მოდული განსხვავებულია, მაგრამ საშუალოდ, მოდულის დასრულებისათვის დაგჭირდებათ 30-90 წუთი. ნუ ღელავთ, თუ დაგჭირდათ შეწყვეტა. თქვენი პროგრესი ავტომატურად ინახება თქვენს BMJ პორტფოლიოში, და შეგიძლიათ განაახლოთ მუშაობა იმ ადგილიდან, სადაც შეჩერდით.

როგორ გავიგო ახალი მოდულის გამოქვეყნების შესახებ?

თუ თქვენ დარეგისტრირდით ელ. ფოსტით შეტყობინების გაგზავნაზე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს თქვენს პროფესიასთან დაკავშირებულ ი ახალი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ. ექაუნტში შესვლისას შეგიძლიათ იხილოთ უახლესი მოდულები თქვენს პერსონალურ მთავარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვენის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ძებნის ფანჯარა. აკრეფისა დაწყებისას ძებნის ფანჯარაში ჩამოიშლება შესაძლო მოდულების ვარიანტები. შემოთავაზებული ვარიანტების სიის შემცირებისათვის განაგრძეთ ჩაბეჭდვა, ან დააჭირეთ შეყვანის ღილაკს, რომ გაუშვათ თქვენი ძებნა.

ასევე შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს „ყველა მოდულის ნახვა“, რომელიც მოცემულია გვერდების უმეტესობის ზედა ნაწილში. ეს საშუალებას მოგცემთ ნახოთ მოდულების მთლიანი ჩამონათვალი .

როგორ გავაგრძელო ჩემს მიერ დაწყებული მოდული?

თქვენს მიერ დაწყებული მოდულის საწყის გვერდზე მოცემულია ღილაკი „მოდულის გაგრძელება“. შედეგად თქვენ გადახვალთ მოდულის იმ ნაწილზე, სადაც გაჩერდით. შეგიძლიათ გადახვიდეთ მოდულის საწყის გვერდზე, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ბმული BMJ პორტფოლიო, მოდულის ძებნის ფუნქციის ან მიმოხილვის მეშვეობით.

შემიძლია თუ არა მოდულის გადაბარება?

დიახ. დასრულებული მოდულის საწყის გვერდზე ნახავთ ღილაკს „მოდულის გადაბარება“. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოდულის გადაბარებისას თქვენი ანგარიში განულდება.

შემიძლია თუ არა ჩაბარებული მოდულის ნახვა?

ამჟამად, შეუძლებელი უკვე ჩაბარებული მოდულის ნახვა, ამ მოდულის გადაბარების გარეშე.

რა სიხშირით ხდება BMJ Learning -ის განახლება?

BMJ Learning რეგულარულად აქვეყნებს ახალი მასალას. ჩვენ ასევე რეგულარულად ვახდენთ მოდულების გადახედვას და განახლებას. ეს შეიძლება მოხდეს უფრო ადრეც, თუ არის პრაქტიკის ან სახელმძღვანელოების ცვლილებები, ან თუ გამოქვეყნდება ახალი კვლევები. თქვენი გამოხმაურება ასევე დაგვეხმარება შევინარჩუნოტ საიტის აქტუალურობა.

სად ღებულობს BMJ Learning ინფორმაციას?

როგორც წამყვან სამედიცინო გამომცემელს, BMJ ჯგუფს გააჩნია ფართო კავშირი მთელი მსოფლიოს ავტორებთან, რედაქტორებთან და მედიცინის ექსპერტებთან. ჩვენ ვიყენებთ ამ კონტაქტებს, რათა მოგაწოდოთ ყველაზე აქტუალური, შემოწმებული, ინფორმაციული, ფაქტებზე დაყრდნობილი მასალა.

როგორ ფინანსირდება BMJ Learning?

BMJ Learning ღებულობს შემოსავალს სხვადასხვა წყაროებიდან, რათა უზრუნველყოს ფართო და ხელმისაწვდომი წვდომა და ამავე დროს შენარჩუნებულ იქნას რედაქციის დამოუკიდებლობა.

BMJ Learning შემოსავალს ღებულობს BMA -სგან, რათა მიაწოდოს უფასო წვდომა BMA წევრებს. ის ღებულობს შეუზღუდავ საგანმანათლებლო გრანტს Univadis-გან, MSD-ს (Merck Sharp & Dohme) მიერ უზრუნველყოფილი პორტალისგან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფასო წვდომა Univadis მომხმარებლებისათვის ევროპაში, ინგლისურ და სხვა ენებზე.

BMJ Learning ასევე დადებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა ორგანოებთან, მათ შორის ჯანდაცვის და კლინიკური დახელოვნების ეროვნულ ინსტიტუტთან, მომხმარებლებისათვის სასწავლო მოდულების შექმნაზე. თუ მოდული შექმნილია ხელშეკრულების საფუძველზე, ეს მკაფიოდ მიეთითება მოდულზე.

BMJ Learning აჩვენებს რეკლამას. რეკლამის შემკვეთებს არ გააჩნიათ არანაირი კავშირი სარედაქციო ინფორმაციასთან.

არის თუ არა BMJ Learning ხელმისაწვდომი სხვა ენებზე?

დიახ. ინგლისური ენის გარდა, BMJ Learning მოდულების ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

  • ფრანგული
  • გერმანული
  • იტალიური
  • იაპონური
  • კორეული
  • მანდარინი
  • პორტუგალიური
  • რუსული
  • ესპანური.

შეგიძლიათ შეცვალოთ ენა გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული მენიუდან.

ჩვენ არ გვაქვს ყველა მოდული ნათარგმნი, ასე რომ ენის შეცვლისას თქვენ ნახავთ უფრო ნაკლები რაოდენობის მოდულს მიმოხილვის მენიუში ან ძებნის შედეგებში. სრული კატალოგის ნახვა შესაძლებელი ინგლისურ ენაზე გადართვით.

თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ მოდულები სხვადასხვა ენებზე, სურვილისამებრ, მაგრამ არ შეგიძლიათ ენის შეცვლა მოდულის ნაწილის გავლისას.

შემიძლია თუ არა CPD/CME ქულების მიღება მოდულის დასრულებით?

დიახ. . რამოდენიმე ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებულია BMJ Learning მოდულები, რაც შესაძლებელს ხდის CME/CPD ქულების მიღებას.

BMJ პორტფოლიო ავტომატურად ახორციელებს თქვენი სწავლის თვალდევნას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე აკრედიტაციის ორგანიზაციას შორის და აირჩიოთ შემაჯამებელი ქულები ან საათები. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკუთარი ქულების სისტემა.

შეგიძლიათ შეამნათ ანგარისები თქვენი პორტფოლიოდან, რათა გამოიყენოთ შეფასების დროს. ასევე შეგიძლით ამობეჭდოთ სერტიფიკატი თითოეული დასრულებული და ჩაბარებული მოდულისათვის.

გთხოვთ ეწვიოთ ჩვენი აკრედიტაციის გვერდს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მეტი საზოგადოებისა და ასოციაციის შესახებ, რომელთა მიერაც აკრედიტირებულია BMJ Learning მოდულები.

როგორ ამოვბეჭდო სერტიფიკატი?

თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: 

  1. შედით BMJ პორტფოლიოში და მოძებნეთ სასურველი მოდული. ამ მოდულის ბმულის ნიშანზე (ეკრანის მარჯვენა მხარეს) დაჭერისას თქვენ გადახვალთ მოდულის გვერდზე სისტემაში BMJ Learning, სადაც შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან შეინახოთ სერტიფიკატი
  2. გამოიყენეთ BMJ Learning ყველა გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ძებნის ფანჯარა და მოძებნეთ თქვენს მიერ დასრულებული და ჩაბარებული მოდული. ამ გზით თქვენ მოხვდებით მოდულის პირველ გვერდზე, სადაც შეძლებტ ამობეჭდოთ ან შეინახოთ თქვენი სერტიფიკატი.

სად შეიძლება ჩემი სწავლის შესახებ ჩანაწერის ნახვა?

თქვენს მიერ დაწყებული ყველა მოდული ავტომატურად ემატება თქვენს BMJ პორტფოლიოს.

როგორ მოვიქცე, თუ არაფერი არ მესმის პოდკასტებში?

გთხოვთ შეამოწმოთ ხმის რეგულატორი თქვენს კომიუტერზე (როგორც წესი, ის მდებარეობს ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში). თუ ეს არ მოქმედებს, და თქვენ კვლავ გაქვთ პრობპემები პოდკასტის მოსმენისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ელ. ფოსტით ან დარეკოთ +44 (0)20 7111 1106+44 (0)20 7111 1106 (სამუშაო დღეებში, 9.00 სთ.-დან 17.00 სთ.-მდე GMT).

როგორ შემიძლია მეტი დახმარების მირება BMJ პორტფოლიოსთან დაკავშირებით?

შეგიძლიათ ეწვიოთ BMJ პორტფოლიოს დახმარების და ხდკ-ის გვერდს .

როგორ მოვახდინო ჩემი BMJ Learning გვერდის პერსონალიზაცია?

რეკომენდირებული მოდულები თქვენს პირად მთავარ გვერდზე დაფუძნებულია უპირატესობებზე, რომლებიც თქვენს მიერ არჩეულია თქვენ ექაუნტში. მათი შეცვლისათვის უნდა განაახლოთ თქვენი მონაცემები . თუ უკვე შეხვედით სისტემაში, მაშინ ნებისმიერ დროს დააჭირეთ ბმულს „ჩემი ექაუნტი“ ეკრანის მარჯვენა ზედა ნაწილში და აირჩიეთ „ჩემი მონაცემების განახლება“ .

როგორ დავუკავშირდე მომხმარებლის დახმარების სერვისს?

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ელ. ფოსტით . ჩვენ ვცდილობთ პასუხის გაცემას 48 საათში. ან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +44 (0)20 7111 1106+44 (0)20 7111 1106 (სამუშაო დღეებში 09.00 სთ-დან 17.00 სთ.-მდე GMT).