პოლიტიკა

ძირითადი განცხადებები

BMJ Learning წარმოადგენს BMJ ჯგუფის ქვემდებარებაში შემავალ ვებ-გვერდს ექიმებისათვის დახმარების გაწევისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში. საიტი შეიცავს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს; ზოგიერთი მადგანი წარმოდგენილია ტექსტის სახით, ხოლო ზოგიერთი აუდიო ან ვიდეო მასალის სახით. ამ გვერდზე მოცემული სახელმძღვანელოები ეხება ყველა სახის მოდულს.

BMJ Learning მუშაობს შესაბამის სპონსორებთან, მათ შორის ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელთაც სურთ დახმარება ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაში. BMJ Learning სპონსორებთან მუშაობს გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და რედაქციული დამოუკიდებლობის პრინციპებით.

სახელმძღვანელოები

BMJ Learning კომერციულ სპონსორებს სთავაზობს მოდულის ან მოდულების სპონსორობას, და უზრუნველყოფს რედაქციული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და დაფინანსების გამჭვირვალობას.

  • მოდულების შინაარსი (მათ შორის ავტორების, მომხსენებლების ან რესპონდენტების შერჩევა) ხდება მხოლოდ BMJ Learning-ის გუნდის მიერ. BMJ Learning აირცევს ავტორებს, მომხსენებლებს და რესპონდენტებს ცოდნის, კარგი წერითი და ზეპირი უნარ-ჩვევების, და ასევე დამოუკიდებლობის საფუძველზე.
  • BMJ Learning მსურველ მოსწავლეებს აცნობებს, როდესაც მოდული სპონსირებული იქნება. BMJ Learning გამოაცხადებს სპონსორს მოდულის დასაწყისში. ჩვენი გამოცხადების ფორმაა: „ეს სასწავლო მოდული მომზადდა შეუზღუდავი საგანმანათლებლო გრანტით სპონსორისაგან [სპონსორი]. BMJ Learning-ის მიერ მოდულის შემუშავება მოხდა დამოუკიდებლად და მან შეინარჩუნა სრული კონტროლი შინაარსზე. "
  • სპონსორს ექნება უფლება განათავსოს სპონსორობის ბანერი მოდულის გაშვების გვერდზე. მომხმარებლებს შეუძლიათ დააჭირონ ბანერს და გადავიდნენ სპონსორის მიერ განთავსებულ ვებ-გვერდებზე. ამ ვებ-გვერდების შინაარსი - სპონსორის გადასაწყვეტი საგანია
  • ყველა მოდულთან მიმართებაში, BMJ Learning სთხოვს ავტორებს, მომხსენებლებსა ან რესპონდენტებს განაცხადონ, თუ ადგილი აქვსონფლიქტს.
  • სპონსორებს არ გააჩნიათ წვდომა ჩვენი მომხმარებლების პერსონალურ ჩანაწერებთან.

თუ გაგაჩნიათ რაიმე დამატებითი კითხვა ჩვენი სპონსორობის პოლიტიკასთან დაკავშირების , გთხოვთდაგვიკავშირდეთ.

ხშირად დასმული კითხვები

შეუძლია თუ არა სპონსორს მოდულისათვის თემის შემოთავაზება?

ჩვენ ვღებულობთ იდეებს პოტენციალურად დაინტერესებული პირების ფართო წრისაგან და ყოველთვის მოხარულნი ვიქნებით მოვისმინოთ ახალი პოტენციური თემების შესახებ – მაგრამ რედაქტორის გადაწყვეტილება საბოლოოა.

შეუძლია თუ არა სპონსორს ავტორის ან მომხსენებლის შემოთავაზება მოდულისათვის?

მხოლოდ BMJ Learning გუნდს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ავტორებისა ან მომხსენებლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ გუნდს, ვინაიდან ჩვენ ვირჩევს ავტორებს და მომხსენებლების შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. რედაქტორი გადაწყვეტილება საბოლოოა.

როგორ უნდა მოხდეს დაკავშირება სპონსორებისა ან რეკლამის განთავსების მსურველების მიერ?

სარეკლამო სივრცის შესაძენად ან მოდულის სპონსორობის ორგანიზებისათვის, ან BMJ Learning-ში სპონსორობასთან დაკავშირებულ რაიმე კითხვებით გთხოვთ მიმართოთ სიმონ ვალკერს ელ. ფოსტაზე swalker@bmjgroup.com, ან დარეკოთ ნომერზე +44 (0)20 7383 6350.