BMJ პორტფოლიო, ხდკ

მუშაობის დაწყება

BMJ პორტფოლიოს გამოყენება BMJ Learning-თან ერთად

ელემენტების და ტეგების დამატება

აკრედიტაცია, სერტიფიკატები და კრედიტები

Creating a report

ხარვეზის აღმოფხვრა

BMJ პორტფოლიო უფასოა?

დიახ, BMJპორტფოლიოს გამოყენება სრულად უფასოა.

რამდენად მარტივია BMJ პორტფოლიოს მოხმარება?

BMJ პორტფოლიო შემუშავებულია იმისათვის, რომ მასზე გადავიდეს თქვენი სწავლის ჩაწერის რთული სამუშაო. მას გააჩნია მარტივი ცხრილის სტრუქტურა, დამატებითი ფუნქციების გამოყენების ვარიანტით.

თუ გესაჭიროებათ დახმარება BMJ პორტფოლიოს გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ გვერდზე მოცემული ხდკ ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე, გთხოვთ მიმართოთ BMJ პორტფოლიოს სახელმძღვანელოს.

სხვა დახმარების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებლის მომსახურების ცენტრს ელ. ფოსტაზე ან დარეკოთ ნომერზე +44 (0)20 7111 1106 (სამუშაო დღეებში 9.00 სთ.-დან -17.00 სთ.-მდე ).

არსი თუ არა მომხმარებლის სახელმძღვანელო BMJ პორტფოლიოსთვის?

დიახ, არისთქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ სახელმძღვანელო. აქ ასევე მოცემულია ვიდეო სახელმძღვანელო.

საჭიროა თუ არა რეგისტრაცია?

თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული პორტალზე BMJ Learning, მაშინ აღარ გჭირდებათ რეგისტრაცია. BMJ პორტფოლიოში შესვლისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ლოგინი პორტალისათვის BMJ Learning.

თუ არ გაქვთ ექაუნტი პორტალზე BMJ Learning, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ BMJ პორტფოლიოში, ან შეხვიდეთ BMJ პორტფოლიოს ვებ-გვერდზე და დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია“.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ უფასო ექაუნტისათვის.

თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული პორტალზე BMJ Learning, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე მონაცემები BMJ პორტფოლიოში შესვლისათვის.

თუ არ გაქვთ ექაუნტი პორტალზე BMJ Learning, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ BMJ პორტფოლიოში, ან შეხვიდეთ BMJ პორტფოლიოს ვებ-გვერდზე და დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია“.

ალტერნატივის სახით, პორტალზე BMJ Learning რეგისტრაცია ავტომატურად გაძლევთ წვდომას BMJ პორტფოლიოში.

?">მე უბრალოდ ვიყენებ პორტალს BMJ Learning მოდულის დასრულებისათვის და შემდგე ვბეჭდავ სერტიფიკატს. იცვლება თუ არა რაიმე BMJ პორტფოლიოში?

სისტემაში BMJ Learning შესვლისას, BMJ პორტფოლიო ავტომატურად გიჩვენებთ ბოლო მოდულებს თქვენს პერდონალურ მთავარ გვერდზე. მაგრამ არ არის პორტფოლიოს გამოყენების საჭიროება, თუ თქვენ ეს არ გსურთ.

BMJ Learning მოდულის დაწყებისას ემატება თუ არა ინფორმაცია ავტომატურად ჩემს პორტფოლიოს?

სისტემაშ BMJ Learning მოდულის დაწყებისას ან შემდგომი გამოყენებისათვის პორტფელში დამატებისას BMJ პორტფოლიო ავტომატურად ჩაიწერს მოდულის დასახელებას და თარიღს. ის ასევე ინახავს მოდულის ბმულს, ასე რომ თქვენ მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ მოდული საიტზე BMJ Learning.

თქვენ შეგიძლიათ მოდულისათვის ტეგების დამატება პორტფოლიოში დამატების ან ნებისმიერ სხვა დროს. ტეგები საშუალებას გაძლევენ მოახდინოთ ტქვენი მოდულების ორგანიზება თქვენი სურვილისამებრ. სისტემის BMJ Learning მოდულებს ავტომატურად ექნებათ „ტიპიური“ ტეგები, რომლებიც მიუთითებენ მოდულებზე, რომლებსაც ასწავლიან.

მოდულის დაწყებისას თქვენ პორტფოლიოში ჩაიწერება ტარიღი. გამოჩნდება სტატუსი „პროცესშია“, სანამ თქვენ არ დაასრულებთ მოდულს.

თუ დავიწყებ მოდულს და არ დავასრულებ მას, რაც აჩვენებს სტატუს ბარი ჩემს პორტფოლიოში?

პორტფოლიოში მდგომარეობის პანელს აქვს სამი ვარიანტი: „არ არის დაწყებული“, „პროცესშია“ და „დასრულებულია“. ის არ გიჩვენებთ გაიარეთ თუ არა მოდული, მაგრამ მხოლოდ გასვლის შემთხვევაში გაძლევთ სერტიფიკატის ამობეჭდვის შესაძლებლობას.

რა ხდება მოდულის გადაბარებოსას?

თქვენ შეგიძლიათ გადააბაროთ მოდული იმდენჯერ, რამდენიც გსურთ, მაგრამ, გახსოვდეთ, ღილაკზე „მოდულის გადაბარება“ დაჭერისას თქვენი ანგარიში გაუქმდება. თქვენ ეს მოდული უნდა შეავსოთ და გადასცეთ თავიდან, რათა დაინახოთ პორტფოლიოში, რომ მოდული დასრულებულია და შეძლოთ სერტიფიკატის ამობეჭდვა.

როგორ დავამატო ელემენტი ჩემს BMJ პორტფოლიოში?

BMJ Learning მოდულებისათვის, ნებისმიერი თქვენს მიერ დაწყებული მოდული ავტომატურად დაემატება თქვებს პორტფოლიოს. თუ გსურთ მოდულის დამატება სამომავლოდ, გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს „პორტფოლიოში დამატება“ თითოეული მოდულის პირველ გვერდზე.

BMJ პორტფოლიოში საკუთარი ინდორმაციის დამატებისათვის, დააჭირეთ ღილაკს „ახალი ელემენტი“ (ეკრანის ზედა ნაწილის მარცხენა მხარეს). თქვენ ელემენტს უნდა დაარქვათ სახელი, ხოლო დანარჩენი შეგიძლიათ დატოვოთ ან შეცვალოთ მოგვიანებით.

თუ იყენებთ Firefox ან Chrome შეგიძლიათ ვებ-გვერდი დაამატოთ თქვენს პორტფოლიოში თქვენიინტერაქტიული სანიშნით.

შემიძლია თუ არა BMJ პორტფოლიოს გამოყენება ონლაინში წაკითხულის თავლდევნისათვის?

დიახ. თუ იყენებთ Firefox ან Chrome, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ინტერაქტიული სანიშნი დაშეინახოთ ნებისმიერი ვებ-გვერდი თქვენს BMJ პორტფოლიოში. ზოგიერთ ვებ-გვერდს ასევე აქვს ფუნქცია"სტატიის დამატება BMJ პორტფოლიოში" , მაგალითადhttp://http://www.bmj.com.

როგორ გამოვიყენო ტეგები?

ტეგები - ესაა ნიშნები, რომლებიც შეგიძლიათ დაუმაროთ მოდულებს თქვენ პორტფოლიოში. ტეგები არ არის სავალდებულო, მაგრამ ისინი სასარგებლოა თქვენი მოდულების ორგანიზებასა და დახარისხებისათვის.

ტეგის დამატება შეგიძლიათ ნებისმიერი ელემენტისათვის პორტფოლიოში დამატებისას ან ნებისმიერ სხვა დროს, რისთვისაც უნდა დააჭიროთ მოდულის სახელს.

შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ტეგების დამატება, ასევე ჩვენ მოვამზადეთ რამოდენიმე მზა ნაკრები, რომლებიც დაგეხმარებათ მათ არჩევაში, სურვილის შემთხვევაში. მათი გამოყენებისათვის გთხოვთ შეხვიდეთ განყოფილებაში „საიტის სეთინგები“ (მარჯვენა ზედა კუთხეში) და აირჩიეთ „ტეგების ნაკრები“. შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი, რამდენიც გსურთ. ტეგების ნაკრების შერჩევის შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება მოდულისათვის ტეგების მინიჭებისას.

მაგალითად, თუ გსურთ გამოაჩინოთ თქვენი სწავლის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტთან, მაგრამ პორტფოლიოში გაქვთ ელემენტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტეგები, რათა მოახდინოთ მოდულების დაფილტრვა.

ამისათვის დააჭირეთ სიტყვას „ტეგები“ თქვენი პორტფოლიოს მარცხენა ზედა კუთხეში. ეს გამოაჩენეს ტეგების სიას. დააჭირეთ ღილაკს „შაქრიანი დიაბეტი“ და გამოჩნდება ყველა მოდული, რომლებზეც თქვენ ადრე დაუმატეთ ტეგი „დიაბეტი“.

თქვენი სიის უფრო მეტი ფილტრაციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ტეგებიც. სორტირების თქვნს კრიტერიუიმებს შეგიძლიათ დაამატოთ ისეთი ტეგები, როგორიცაა „გულ-სისხძარღვა რისკი“ ან „სიმსუქნე“. ამის შემდეგ თქვენ საბოლოოდ დაინახავთ 5-6 ელემენტს, რომელიც ასახავს თქვენს მიერ მოთხოვნილ კონკრეტული სწავლის მონაცემებს.

იძლევა თუ არა პორტფოლიო სასწავლო გეგმის თვალდევნის საშუალებას (მაგალიტად,RCGP სასწავლო გეგმა)?

BMJ პორტფოლიო შეიცავს რეკომენდირებულ ტეგებს, რომლებიც შეესაბამება რამოდენიმე სასწავლო პროგრამას. ჩვენ მათ ვუწოდებთ ტეგების ნაკრებს. მათი გამოყენებისათვის გთხოვთ შეხვიდეთ განყოფილებაში „საიტის სეთინგები“ (მარჯვენა ზედა კუთხეში) და აირჩიეთ „ტეგების ნაკრები“. ეგების ნაკრების შერჩევის შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება მოდულისათვის ტეგების მინიჭებისას.

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასწავლო გეგმის ერთზე მეტი ტეგების ნაკრები. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ზოგადი პროფილის ექიმებს შეუძლიათ აირჩიონ GMC და RCGP ტეგების ნაკრები.

?">შეიძლება თუ არა „ზემოქმედების“ შეფასება BMJ პორტფოლიოში?

თქვენი სწავლის ზემოქმედების შეფასება წარმოადგენს უწყვეტი პროფესიუილი განვითარების დემონსტრირების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, განსაკუთრებით ზოგადი პროფილის ექიმებისათვის დიდ ბრიტანეთში.

თქვენს პორტფელში ნებისმიერ მოდულზე დაჭერისას გაჩნდება ფანჯარა დეტალური ინფორმაციით ამ მოდულზე. ფანჯრის ზედა ნაწილში შეგიძლიათ აირჩიოთ „ზემოქმედება“. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თუ როგორ ახორციელებდით პაციენტების მკურნალობას სწავლამდე და სწავლის დასრულების შემდეგ, და აღწეროთ თქვენს პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებები..

შეიძლება თუ არა ინფორმაციის ჩატვირთვა სხვა პორტფოლიოდან?

ღილაკზე „ახალი ელემენტი“ დაჭერით შესაძლებელია ხელით შეიყვანოთ ინფორმაცია თქვენს BMJ პორტფოლიოში. ახალი ელემენტის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი ამ ელემენტისათვის, შესაბამისად, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაურთოთ ანგარიში სხვა პორტფოლიოდან.

შეიძლება თუ არა სერტიფიკატის ამობეჭდვა პორტფოლიოდან?

სერტიფიკატის დაბეჭდვასა ან შენახვისათვის, იპოვეთ შესაბამისი მოდული თქვენს პორტფოლიოში. ამ მოდულის ბმულის ნიშანზე დაჭერისას (ეკრანის მარჯვენა მხარეს) თქვენ გადახვალთ მოდულზე BMJ Learning, სადაც შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან შეინახოთ სერტიფიკატი.

როგორ მუშაობს აკრედიტაცია?

BMJ Learning მოდულების აკრედიტირებას ახდენს რამოდენიმე ორგანიზაცია. სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საათები ან კრედიტები კონკრეტული აკრედიტაციის ორგანიზაციისაგან.

აკრედიტაციის ორგანიზაციის შესარჩევად, გთხოვთ გადახვიდეთ ნაწილში „საიტის სეთინგები“ (მარჯვენა ზედა ნაწილი), შემდეგ აირჩიოთ „აკრედიტაცია“. ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია აკრედიტაციის ორგანიზაციის შერჩევა. თუ არ გსურთ კონკრეტული აკრედიტაციის ორგანიზაციის არჩევა, მაშინ მონიშნეთ „None“. ამის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

აკრედიტაციის ორგანიზაციის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საათებს და კრედიტებს (გარემოებების მიხედვით) ყველა მოდულისათვის, რომლებიც აკრედიტირებულია ამ ორგანიზაციის მიერ. ეს კრედიტები გამოჩნდება თქვენს BMJ პორტფოლიოში და თქვენს სერტიფიკატებზე. ნებისმიერი მოდულისათვის, რომელიც არ არის აკრედიტირებული თქვენს მიერ შერჩეული ორგანიზაციის მიერ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაამატოთ პერსონალური კრედიტები ან საათები.

თუ თქვენს მიერ არჩეულია "None" აკრედიტაციის ორგანიზაციის სახით, მაშინ შეგიძიათ ხელით დანიშნით საკუთარი კრედიტები და საათები თქვენს მიერ განხორციელებული სწავლისათვის.

შეგიძლიათ ხელით დაამატოთ ზემოქმედების კრედიტები ჩანაწერში თქვენს BMJ პორტფოლიოში. ისინი გაჩნდება თქვენი აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ნებისმიერი კრედიტის, ან თქვენს მიერ ხელით დამატებული რაიმე პირადი კრედიტების დამატებით. ისინი არ მოქმედებენ თქვენს არჩევანზე აკრედიტაციის ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

საჭიროა თუ არა საათების ან კრედიტების გამოყენა?

ეს დამოკიდებულია თქვენზე და თქვენი აკრედიტაციის ორგანოზე. მაგალითად, ზოგადი პროფილის ექიმების სამეფო კოლეჯი თავის სისტემას უწოდებს „კრედიტები“, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ერთი კრედიტი უდრის ერთ CPD საათს.

როგორ შევსვალო საათები და კრედიტები?

დააჭირეთ ღილაკს „საიტის სეთინგები“ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში. აირჩიეთ „აკრედიტაცია“ და მონიშნეთ საატები ან კრედიტები. თქვენ გადართვა მათ შორის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

როგორ ვნახო ჩემი ჯამური კრედიტები?

თქვენი ჯამური კრედიტები მოცემულია BMJ პორტფოლიოს ზედა ნაწილში. კონკრეტული დროის პერიოდისათვის ჯამის ნახვისათვის შეცვალეთ თარიღები „-დან“ და „-მდე“ პანელზე, რომელიც მოცემულია ჯამის ქვემოთ.

თუ თქვენს მიერ არჩეულია აკრედიტაციის ორგანიზაცია, მაშინ თქვენი ჯამი დაფუძნებული იქნება ამ ორგანიზაციის მიერ თქვენი დასრულებული მოდულებისათვის დანიშნულ კრედიტებსა და საათებზე. თუ აკრედიტაციის ორგანიზაციებში მონიშნული გაქვთ "None", შეგიძლიათ თავად დაინიშნოთ ქულები მოდულებისათვის.

მიუხედავად იმისა, იყენებთ თქვენ აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ დანიშნულ კრედიტებს ან თქვენს მიერ დანიშნულ პირად ქულებს, თქვენ ასევე შეგიძლიათ დააბატოთ ზემოქმედების ქულები, რათა ასახოთ, თუ როგორ იმოქმედა სწავლამ თქვენს პრაქტიკაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ შეგიძლიათ თქვენი პირადი წულების დამატება აკრედიტაციის ორგანიზაციის ქულებთან ერთად. თქვენს ჯამში აისახება კრედიტები თქვენი აკრედიტაციის ორგანიზაციისაგან ან თქვენი პირადი ქულები, იმის მიხედვით, იყო თუ არა არჩეული აკრედიტაციის ორგანიზაცია. დააჭირეთ ღილაკს „საიტის სეთინგები“, ხოლო შემდეგ „აკრედიტაცია“, ამ ორ ვარიანტს შორის გადართვისათვის.

ჩემი BMJ პორტფოლიოს ანგარიშები შეთავსებადია სხვა ონლაინ პორტფოლიოსთან?

თქვენ შეგიძიათ გადმოიწეროთ ცხრილი (ფორმატში .csv , რომელიც იხსნება პროგრამაში Excel ან მსგავს პროგრამაში) ან PDF ანგარიში თქვენი პორტფოლიოდან. ამის შემდეგ შეგიძლიათ ანგარიში ჩატვირთოთ სხვა პორტფელში, სურვილისამებრ. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ვითანამშრომლოთ სხვა ორგანიზაციებთან, რათა შესაძლებელი გავხადოთ ავტომატური ატვირთვა.

როგორ მივიღო სერტიფიკატი?

სერტიფიკატის შენახვასა ან ამობეჭდვისათვის მოძემნეთ შესაბამისი მოდული თქვენ პორტფოლიოში. ამ მოდულის ბმულის ნიშანზე დაჭერისას (ეკრანის მარჯვენა მხარეს) თქვენ გადახვალთ მოდულზე სისტემაში BMJ Learning, სადაც შეძლებთ ამ სერტიფიკატის ამობეჭდვას ან შენახვას .

როგორ შევქმნა ჩემი სწავლის ანგარიში შეფასებისათვის?

დააჭირეთ ღილაკს „ანგარიშის ექსპორტი“, რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში, და თქვენ შეძლებთ ანგარიშის შენახვას. შეგიძლიათ აირჩიოთ ფორმატი.csv (რომელიც იხსნება პროგრამაში Excel ან მსგავს პროგრამაში) ან ფორმატი PDF.

ანგარიშში ნაჩვენები იქნება ის ინფორმაცია, რომელიც ჩანს ეკრანზე ექსპორტის დროს. თუ გსურთ ანგარიში კონკრეტული დროის პერიოდისათვის, ან ტეგების გარკვეული ჯგუფისათვის, მონიშნეთ ისინი ანგარიშის ექსპორტამდე.

დააჭირეთ ღილაკს „ტეგები“ საკვანძო სიტყვებით დაფილტრვისათვის. კონკრეტული თარიღებისათვის ანგარიშის მისაღებად შეცვალეთ თარიღები „-დან“ და „-მდე“, რომელიც მოცემული პანელში თქვენი ჯამური კრედიტების ველის ქვეშ.

?">როგორ შევსვალო ჩემი ანგარიშის ფორმატი?

თქვენ შეგიძლიათ სვეტების მომატება ან მოკლება თქვენს BMJ პორტფოლიოში, რაც ასევე შეიცვლება ექსპორტირებულ ანგარიშში. სვეტების დამატება ან მოკლებისათვის შედით „საიტის სეთინგებში“ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

როგორ მოვახდინო ჩემი პორტფოლიოს პერსონალიზაცია?

შედით „საიტის სეთინგებში’ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში. აქედან  შეგიძლიათ დაამატოთ ან მოაკლოთ სვეტები და აირჩიოთ ჩვენი მზა ტეგების ნაკრებიდან. ნაწილში „აკრედიტაცია“ შეგიძლიათ აირჩიოთ ჯამური კრედიტების ან საატების ჩვენება თქვენს BMJ პორტფოლიოში და შეცვალოთ თქვენი აკრედიტაციის ორგანიზაცია.

იქნება თუ არა BMJ პორტფოლიოს მობილური ვერსია?

ჩვენ ვმუშაობთ BMJ პორტფოლიოს მობილურ ვერსიაზე. თვალყური ადევნეთ საიტს ან ჩვენს ტვიტერს სხვა სიახლეების მისაღებად.

მე ვერ ვხედავ ჩემს კითხვას ამ გვერდზე. ვის მივმართო დახმარებისათვის?

შეგიძლიათ გამოიყენოთ BMJ პორტფოლიოს მომხმარებლის სახელმძღვანელო..

სხვა დახმარების მისაღებად დაუკავშირდით მომხმარებლის დახმარების სერვისს ელ. ფოსტაზე ან დარეკეთ +44 (0)20 7111 1106 (სამუშაო დღეებში 09,00 სთ-დან 17,00 სთ.მდე GMT).