BMJ Learning-ის შესახებ

თქვენი საკუთარი პერსონალური ვებ-გვერდი BMJ Learning

BMJ Learning გთავაზობთ მაღალი ხარისხის უწყვეტ სამედიცინო განათლებას ექიმებისათვის და სხვა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მას გააჩნია ასობით აკრედიტირებული რეცენზირებული სასწავლო მოდელი ტექსტის, ვიდეო და აუდიო მასალის სახით.

როდესაც შედიხართ სისტემაში BMJ Learning, თქვენ ხედავთ პერსონალურ მთავარ გვერდს, სადაც ჩანს სპეციალურად თქვენთვის შერჩეული მოდულები, რომელთა შერჩევა ხდება თქვენი პროფესიის, სპეციალობისა და ადგილმდებარეობის საფუძველზე. ასე უფრო მარტივად და სწრაფად ხდება თქვენი CME/CPD-თვის სწორი მოდულების შერჩევა.

BMJ Learning -ის მიერ შემოთავაზებულია სასწავლო მოდულები პირველად სამედიცინო დახმარებაში და ჰოსპიტალურ მედიცინაში ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტისათვის. ისინი დაფუძნებულია ფაქტებზე და რეცენზირებულია, რეგულარულად ხდება მათი განახლება. მოდულების უმრავლესობის დამთავრებისათვის საჭიროა დაახლოებით ერთი საათი. ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია უფასოდ.

BMJ Learning მჭიდროდ ინტეგრირებულია BMJ პორტფოლიოსთან. იმის შემდეგ, რაც მოხდენთ რეგისტრაციას BMJ Learning-ში, თქვენ გექნებათ საკუთარი კონფიდენციალური ჩანაწერი ყველა მოდულთან დაკავშირებით, რომელსაც ჩააბარებთ – ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ გააკონტროლოთ თუ რამდენი CME/CPD კრედიტი დააგროვეთ.

თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან ამობეჭდოთ სერტიფიკატები თქვენს მიერ დასრულებული ყველა მოდულისათვის, როგორც CME/CPD ან QOF ქულების დამადასტურებელი საბუთი, ან შეფასებისას გამოყენების მიზნით. BMJ Learning-ის მოდულები აკრედიტირებულია რამოდენიმე ორგანიზაციის მიერ, და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი ორგანიზაცია აისახება თქვენს სერტიფიკატში.

BMJ Learning-ის გამოყენებისას დახმარების მიღება და ზოგად კითხვებზე პასუხების ნახვა შესაძლებელია ჩვენს გვერდზე დახმარება და ხდკ. თუ თქვენთვის BMJ პორტფოლიო წარმოადგენს სიახლე, შეგიძლიათ გაეცნოთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გამოხმაურება BMJ Learning-ის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

განკუთვნილია თუ არა BMJ Learning ჩემთვის?

BMJ Learning გთავაზობთ მოდულებს, რომლებიც გათვალისწინებულია ყველასათვის, ვინც მუშაობს ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის:

  • საავადმყოფოს ექიმები
  • ზოგადი პროფილის ექიმები
  • სტაჟიორები და საბაზისო პროგრამის ექიმები
  • პრაქტიკოსი მენეჯერები
  • საზოგადოებრივი და ჰოსპიტალური ფარმაცევტები
  • ჰოსპიტალის და პრაქტიკაზე დაფუძნებული მედდები და სპეციალისტები.

BMJ Learning-ის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე თქვენს კოლეგებთან ერთად, გუნდურად. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მოდულები სამედიცინო შეცდომების შემოწმების, საჩივრების და პრევენციისათვის, როგორც საფუძველი კლინიკური ხელმძღვანელობის ნახევარდღიანი სწავლისათვის. ერთობლივ სწავლას გააჩნია უამრავი უპირატესობა. შეგიძლიათ გაიზიაროთ ინფორმაცია და გამოცდილება, გაიზიაროთ განსხვავებული აზრი და პერსპექტივები კლინიკურ და ეთიკურ დილემებთან დაკავშირებით.

ონლაინ სწავლება არის თუ არა დაფუძნებული მტკიცებულებებზე?

გამოქვეყნებული მტკიცებულებებით ჩანს,რომ BMJ Learning წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა სპეცილისტებისათვის, სპეციალობების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. BMJ Learning-ის ეფექტურობის მტკიცებულებები მოცემულია სხვადასხვა დამოუკიდებელ, რეცენზირებად სამედიცინო გამოცემაში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ BMJ Learning აუმჯობესებს ექიმების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და პრობლემების გადაწყვეტის უნარს პირველად და მეორად სამედიცინო დახმარებაში. გაუმჯობესებები აღინიშნება სხვადასხვა სპეციალობაში. BMJ Learning ასევე წარმოადგენს ექიმების წახალისების ეფექტურ საშუალებას, მათი წარმადობის გაუმჯობესებისათვის, მათი სწავლის პრაქტიკაში გადატანის გზით.

იმის გარდა, რომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურს ექიმებისათვის, BMJ Learning ასევე არის განათლების მიღების ეფექტურ საშუალებას ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სტუდენტებისათვის.

ფაქტიური მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ ექიმები იყენებენ პორტალს BMJ Learning არა მხოლოდ აკადემიური კვლევისათვის, არამედ ასევე ცოდნის მიღებისათვის, რაც მათ ეხმარებათ უშუალოდ გააუმჯობესონ სამედიცინო დახმარების გაწევა პაციენტებისათვის .

გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ BMJ Learning წარმოადგენს ეკონომიურ და დროის თვალსაზრისით რაციონალურ სწავლის მეთოდს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის, და ასევე ის ძალზედ ეფექტურია.

BMJ

BMJ Learning წარმოადგენს BMJ Publishing Group Limited-ის (BMJ) ნაწილს, რომელიც თავის მხრივ არის ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის (BMA) სამედიცინო გამომცემლობის განყოფილებას და მთლიანად მის კუთვნილ სუბსიდიარს. BMJ Publishing Group Limited შექმნილია ენგლისსა და უელსში, სარეგისტრაციო ნომრით 3102371. მისი რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს მისამართზე: BMA სახლი, ტავისტოკის სკვერი, ლონდონი WC1H 9JR.

BMJ მეტად ცნობილია თავისი ყოველკვირეული ჟურნალით The BMJ (ყოფილი „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“). 1840 წელს დაფუძნებული ჟურნალი The BMJ წარმოადგენს ერთ-ერთ გავლენიან გამომცემლობას მთელი მსოფლიოს ექიმებისათვის.

შემოსავლის წყარო

BMJ Learning სხვადასხვა წყაროებიდან ღებულობს შემოსავალს ფართო და ხელმისაწვდომი წვდომის უზრუნველყოფისათვის, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.

BMJ Learning ღებულობს შემოსავალს კომპანიისაგან BMA, რათა მისცეს უფასო წვდომა BMA-ს წევრებს. ამის გარდა, მას გააჩნია ხელშეკრულებები რიგ ორგანოებთან, მათ შორის ჯანდაცვის და კლინიკური დახელოვნების ეროვნულ ინსტიტუტთან, სამომხმარებლო სასწავლო მოდულების წარმოების შესახებ.

თუ მოდული შექმნილია ხელშეკრულების საფუძველზე, ეს მკაფიოდ მიეთითება მოდულის აღწერაში. რეკლამის განთავსების შემთხვევაში, რეკლამის დამკვეთებს არ გააჩნიათ არანაირი ჩართულობა სარედაქციო კონტენტში.

ეთიკა

BMJ Learning-ის სასწავლო მოდულები შექმნილია ყველა შესაბამისი ეთიკური, სამედიცინო - სამართლებრივი და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით. თუ მოდულში მოცემულია მასალა, რომლითაც პოტენციურად შესაძლებელია პაციენტის იდენტიფიკაცია, ჩვენ ვითხოვთ ამ პაციენტის მკაფიო და წერილობით თანხმობას. პაციენტების კონფიდენციალობა გარანტირებულია. BMJ Learning შეესაბამება მონაცემების დაცვის კანონმდებლობას.

სურათები

ჩვენს საიტზე გამოსახულ დებისმიერ ადამიანს ან პაციენტს, რომელთა იდენტიფიკაციას შესაძლებელია, მოცემული აქვთ თანხმობა გამოყენებულ გამოსახულებაზე. ჩვენი რამოდენიმე სურათის მირებულია ფოტო ხელოვნებით დაკავებული კომპანიისაგან, რომელიც სთხოვს მოდელებს ხელი მოაწერონ რელიზს, რომლითაც დაშვებულია მათი გამოსახულების გამოყენება. თუ გსურთ გაიგოთ მეტი, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი მომწოდებლის პოლიტიკას და მოდელების რელიზის ფორმებს.

ზოგიერთი გამოსახულება აღწარმოებულია ვებ-გვერდზე BMJ Learning Creative Commons Attribution-Share Alike 3.0 Unported ლიზენზიის შესაბამისად. ამ გამოსახულებების თავისუფალი განმეორებითი გამოყენება, ცვლილება ან ტრანსფორმაცია, და შედეგად მიღებული სურათის გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ასეთი ან მსგავსი ლიცენზიით.

კოპირაიტი

საიტზე წარმოდგენილ სასწავლო მოდულებზე კოპირაიტი (&ასლი;) ეკუთვნის BMJ Learning-ს, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული მოდულზე.