ვინ ვართ ჩვენ

BMJ Learning-ის ვებ-გვერდის მუშაობაზე პასუხისმგებელი გუნდი შედგება ექიმებისაგან, რედაქტორებისაგან, მულტიმედიის შემქმნელებისაგან და ვებ-დეველოპერებისაგან. იხილეთ ჩვენი საკონტაქტო გვერდი თუ გსურთ დაკავშირება.

ანა ელის: წამყვანი რედაქტორი, პირველადი სამედიცინო დახმარება

ანა მუშაობს კლინიკური რედაქტორად და ზოგადი პროფილის ექიმების მოვალეობის შემსრულებელი. მან სამედიცინო განათლება მიიღო შეფილდის უნივერსიტეტში და ზოგადი პროფილის ექიმის მომზადება გაიარა ლონდონში. ანა მუშაობს ბიზნესის განვითარების პროექტებზე, ხელს უწყობს BMJ Learning-ის შინაარსის და შესაძლებლობების გაფართოებას. ადრე ის მუშაობდა რედაქტორად Student BMJ და სამედიცინო პროტოკოლების რუკაზე.

ჯო ჰაინსი: წამყვანი რედაქტორი, მეორადი სამედიცინო დახმარება

ჯოო უძღვება ჯგუფს, რომელიც ამზადებს მეორადი სამედიცინო დახმარების კონტენტს ვებ-გვერდისათვის BMJ Learning. ის ასევე მუშაობს კონტენტის სტრატეგიაზე საიტის მეშვეობით, ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა ჩვენი მოდული აკმაყოფილებდეს ჩვენი ყველა მომხმარებლის საჭიროებებს. ის სწავლობა ბიოქიმიას ლონდონის სამეფო კოლეჯში და მიიღო მაგისტრის ხარისხი სამედიცინო სამართლის და ეთიკის სფეროში, ხოლო შემდეგ გაიარა სწავლება როგორც ჟურნალისტმა. ადრე ის მუშაობდა რეპორტიორად და სუბ-რედაქტორად სხვადასხვა ეროვნულ გაზეთში და ასევე ჯგუფის რედაქტორად Pulse-სთვის.

ჟაკლინ ბათსონი: კლინიკური რედაქტორი

ჟაკლინი მუსაობს BMJ Learning-ის კლინიკურ რედაქტორად, ის წერს და არედაქტირებს სასწავლო მოდულებს. მან მედიცინა შეისწავლა შეფილდის უნივერსიტეტში, ხოლო მანამდე მუშაობდა უმცროს ექიმად როტერჰემში.

დაიან კოტლი: კლინიკური რედაქტორი

დაიან კოტლი არის BMJ Learning-ის კლინიკური რედაქტორი. ის ასევე არის პედიატრიაში მომუშავე ექიმის მოვალეობის შემსრულებელი. მან გაიარა მომზადება ბარტში და ლონდონში NHS Trust.

ჩარლზ ჰოლი: კლინიკური რედაქტორი

ჩარლზმა შეისწავლა პრეკლინიკურ მედიცინა და კომიუტერულ მეცნიერემიიღო ბა კემბრიჯის უნივერსიტეტში. მან სამედიცინო დიპლომი მიიღო სამედიცინო სკოლია იმპერიულ კოლეჯში და მას გააჩნია მაგისტრის ხარისხი მედია წარმოების მეცნიერებათა დარგში, გაცემული იმპერიული კოლეჯის მიერ ლონდონში. მისი ფუნქცია BMJ Learning-ში მდგომარეობს სასწავლო მოდულების შემოწმებასა და რედაქტირებაში, მათი დაცვის სიმარტივის და მათი მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით. ის ასევე ჩართულია მრავალი ვიდეო და ანიმაციაში, რომლებიც გამოქვეყნებულია BMJ Learning.

ელისონ ვალკერი: კლინიკური რედაქტორი

ამჟამად ელისონი მუშაობს BMJ Learning-ში, სადაც ის ამოწმებს, წერს და რედაქტირებას უკეთებს სასწავლო მოდელებს, და ასევე რედაქტორის თანაშემწედ BMJ და BMJ Open. მან შეისწავლა მედიცინა კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტებში და მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ჯანდაცვის დარგში. მან მიიღო MRCP და MFPH და BMJ-ში მოსვლამდე მუშაობდა საჯარო ჯანდაცვის სფეროში აღმოსავლეთ ლონდონში. ეხლა ის მუშაობს შტატგარეშე.

ბენ მაკ მნაილეჯი: მულტიმედიის მწარმოებელი

ბენი 15 წელი მუშაობდა ლონდონის კინო და ტელე პოსტ-წარმოების ინდუსტრიაში, ბოლო დროს ის მუშაობს სპეცეფექტების სფეროში. შემდგომ ის სათავეში ჩაუდგა 3D ანიმატორების გუნდს, რომელმაც შექმნა მედია ქირურგიული უნარ-ჩვევებისა და საბაზისო უნარ-ჩვევების პაკეტები, რომლებიც ეხლა ხელმისაწვდომია საიტზე BMJ Learning. ბენი მუშაობს სრულა სამუშაო დღეს BMJ ჯგუფისათვის, ის ქმნის მაღლი ხარისხის 3D ანიმაციებს სასწავლო მოდულებისათვის.

მანო პრაბჰაკარან: წარმოების ხელმძღვანელი

მანო ხელმძღვანელობს მოდულის წარმოების პროცესს დაგეგმარებიდან გამოქვეყნებამდე, და ასევე მართავს ურთიერთობებს BMJ Learning-ს გარე ავტორებთან. ის ასევე ახდენს BMJ Learning-ის განახლების პროცესის კოორდინირებას. მან 2011 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი მედიცინასთან დაკავშირებული სიცოცხლის მეცნიერებათა სფეროში და 2012 წელს მიიღო საგამომცემლო სფეროში მაგისტრის ხარისხი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში.

სტივენ თანი: ვებ-გამომცემლობის რედაქტორი

სტივენმა დაამთავრა ინგლისური ენისა და ლოტერატურის ბაკალავრიატი ლივერპულის უნივერსიტეტში და იმის შემდეგ მუშაობდა საგამომცემლო დარგში. სტივენი პასუხისმგებელია BMJ Learning მოდულების ტექნიკურ რედაქტირებასა და ფორმატირებაზე, და ასევე ვებ-გვერდის BMJ Learning ფრონტ-ენდის მხარდაჭერასა და განახლებაზე .